მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტობუსების ტენდერში ერთადერთი მონაწილე დისკვალიფიცირებული კომპანიაა

5b4ca4cfd9ea9
თამუნა დემეტრაშვილი
16.07.18 17:57
601
თბილისისთვის 90 ავტობუსის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში თეგეტა თრაქ ენდ ბასი ისევ ერთადერთი მონაწილეა. 45 მილიონიან ტენდერში შეთავაზება, მხოლოდ მან გააკეთა, შესაბამისად შესყიდვის საწყისი ფასიც უცვლელი დარჩა. აღსანიშნავია, რომ წინა ტენდერში, რომელიც შედეგის გარეშე დასრულდა, თეგეტა თრაქ ენდ ბასი ასევე ერთადერთი მონაწილე იყო და ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მისი დისკვალიფიკაცია მოხდა.

შეგახესენებთ, რომ ქალაქის მერია უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს 90 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შეძენას. ეს უკვე რიგით მესამე ტედერია, რომელიც ამ მიზნით გამოცხადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები