მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალ ავტობუსებში, შესაძლოა, გაჩერებები გამოცხადდეს

5b2b4547b8485
BM.GE
21.06.18 10:26
1498
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ ავტობუსების შეძენის მიზნით გამოცხადებული ტენდერის პირობებით, სატრანსპორტო საშუალებებს გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება უნდა გააჩნდეს. გარდა ამისა, ავტობუსებს ასევე უნდა ჰქონდეთ გაჩერების მოთხოვნის შეტყობინების ტექნიკური საშუალება, ვიზუალური და ხმოვანი სიგნალის მეშვეობით. აუცილებელი მოთხოვნაა ავტობუსის კედლებისა და ჭერის თბოიზოლაცია.

ახალი ავტობუსები ანტივანდალური მოიტორინგის სისტემითაც უნდა იყოს აღჭურვილი და კამერებით გაკონტროლდეს მთლიანი შიდა სივრცე, ჩაწერილი ვიდეოგამოსახულება კი 96 საათის განმავლობაში შენარჩუნდეს.

გარდა ამისა, ავტობუსს უნდა გააჩნდეს მგზავრთა განყოფილების ინტეგრირებული გათბობა, კონდინცირება და ვენტილაცია. მძღოლის ხოლვადობა კი გარანტირებული უნდა იყოს ნებისმიერ კლიმატურ პირობებში, რისთვისაც აუცილებელია: მზისგან დამცავი წინა და მარცხენა წინაფრები; საქარე მინის საწმენდები და მოყინვა-დაორთქვლის საწინააღმდეგო სისტემა;

ახალი ავტობუსები აღჭურვილი უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილი მექანიკური პანდუსებით. ჯამში გათვალისწინებულია 90 ერთეული 23 ადგილიანი ავტობუსის შეძენა, რისთვისაც 45 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ტენდერი ამ ეტაპზე შერჩევა შეფასების სტადიაში, კომისია ერთადერთი პრეტენდენტის - "თეგეტა თრაქ ენდ ბას", - ის წინადადებას განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები