საქართველოში "ახალგაზრდა მეწარმეთა ასოციაციის" შექმნა იგეგმება, რომელიც ფერმერებისა და სხვადასხვა მცირე მეწარმეების ხელშეწყობს ისახავს მიზნად, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის "ჩირჩხელა" დამფუძნებელმა გური სალუქვაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, აღნიშნულ ასოციაციაში ის ახალგაზრდები გაერთიანდებიან, რომლებსაც მარკეტინგისა და ბიზნესის სფეროში თეორიული ცოდნა აქვთ. როგორც გური სალუქვაძე აცხადებს, უპირველესყოვლისა ეს ახალგაზრდები ევროპული ბაზრის ათვისების მიმართულებით იმუშავებენ და სხვადასხვა მეწარმესა, თუ ფერმერს ამ ბაზარზე საკუთარი პროდუქციის ბრენდირებასა და რეალიზებაში დაეხმარებიან.
"ევროპის სიკეთეების ათვისებას კვალიფიციური კადრების სჭირდება, ვფიქრობ სამეწარმეო სფეროში საჭიროა ახალგაზრდობის ჩართვა და მათი ენთუზიაზმი. გლეხი რომ აწარმოებს პროდუქციას, მას გაყიდვა სჭირდება, მან არ იცის როგორ აწარმოოს კომუნიკაცია ინტერნეტსივრცეში პოტენციურ დილერებთან, ამ ახალგაზრდებს ამის გაკეთება მარტივად შეუძლიათ. განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, სადაც ადამიანები აწარმოებენ ნატურალურ პროდუქციას, მაგრამ არ იციან სად გაყიდონ, მათ ჭირდებათ ამაში დახმარება.
ჩემი მიზანია ამ ორგანიზაციასი გაერთიანდნენ ახალგაზრდები, რომლებიც ინფორმირებული იქნებიან, იმ ხელშეკრულების შესახებ, რომელიც მოიცავს ევროპასთან თავისუფალ ვაჭრობას, თუ რას გულისხმობს ეს ყოველივე და რას ნიშნავს მდგრადი განვითარება. ვფიქრობ, სინთეზი ამ ახალგაზრდული ხედვებისა და ენთუზუაზმისა, ძალიან კარგ შედეგს მოიტანს", - აცხადებს გური სალუქვაძე.
მისივე განმარტებით პროექტზე მუშაობა ახლო მომავალში დაიწყება, ასოციაციის წევრები რეგიონებში გავლენ და ადგილზე გაეცნობიან, თუ რა სჭირდება ხალხს, მთავარი სამიზნე სეგმენტი კი ფერმერები იქნებიან.