მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალქალაქის ბაზრის დირექტორი დააკავეს

5b0430f22eb44
BM.GE
22.05.18 19:05
1007
ახალქალაქის ბაზრის დირექტორი დააკავეს,- ინფორმაცია bm.ge-ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს.

ბაზრის დირექტორის დაკავება გუშინ მოხდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221–ე მუხლის მე-4 ქვეპუნქტით ედება, რაც ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას გულისხმობს.

ბაზრის დირექტორს მის ერთ-ერთ თანამშრომელთან ერთად ბრალად ედება, ხელშეკრულების გარეშე ბაზარში ფართის გაქირავება პირადი გამორჩენის მიზნით. ბაზრის ერთ-ერთი თანამშრომელი იმავე ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს, მოგვიანებით კი საგამოძიებო უწყებამ დაადგინა, რომ ბაზრის თანამშრომელი მის დირექტორთან ერთად მოქმედებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები