მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანმა გაზის ევროპაში ექსპორტი 2024 წელსაც გაზარდა - რა მოცულობის ბუნებრივი აირი მიიღო საქართველომ?

გაზის მოპოვება

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 11 თვეში საქართველოში 2.2 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განხორციელდა, რაც დაახლოებით 300 მლნ კუბური მეტრით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

აზერბაიჯანური მხარის სტატისტიკით, ამავე პერიოდში ჯამში ექსპორტზე თითქმის 23 მილიარდი მ3 გაზი გავიდა, რაც წლიურად 5%-იანი ზრდაა, აქედან 11.7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ევროპას, 9 მილიარდი კუბური მეტრი გაზი თურქეთს, ხოლო საქართველოს 2.2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდეს. 11 თვეში ევროპაში გაზის ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 800 მლნ კუბური მეტრით არის გაზრდილი.

საქართველოში ბუნებრივი აირის შემოტანის ორი წყარო არსებობს: აზერბაიჯანი და რუსეთი. ამ ორ ქვეყანასთან საქართველოს მილსადენები აკავშირებს, რომლითაც გაზს არა მხოლოდ იღებს, არამედ სომხეთსა და თურქეთში ატარებს კიდეც.

გატარების სანაცვლოდ საქართველო აზერბაიჯანიდან ორი კონტრაქტით იაფად იღებს გაზს. მათგან უმთავრესი „ოფციური“ გაზია. მისი მოცულობა ყოველწლიურად აზერბაიჯანიდან თურქეთში გატარებული გაზის მიხედვით ითვლება.

ეს კონტრაქტი საშუალებას იძლევა, შეღავათიან ფასად გატარებული გაზის 5%-მდე იყიდოს ქვეყანამ. დამატებითი გაზის მოცულობა კი ფიქსირებულია, ეს ნიშნავს, რომ მილსადენში გატარებული გაზის მოცულობის მიუხედავად, საქართველო ყოველწლიურად 500 მლნ კუბურ მეტრი გაზს იღებს. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, შარშან ამ მილსადენში რეკორდული მოცულობის 21 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტმა გაზმა გაიარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები