მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი მცირდება

აზერბაიჯანულ ნავთობზე ფასები ეცემა, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. AZERI LT CIF–ის მიერ წარმოებული ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება 30 ოქტომბერს $77.37 დოლარი იყო, რაც 29 ოქტომბერთან შედარებით $1.22 დოლარით შემცირდა.

აღსანიშვანია, რომ AZERI LT CIF ნავთობს 1997 წლიდან აწარმოებს და მისი ექსპორტი თბილისი – ბაქო – ჯეიჰანისა და ბაქო – სუფსის ნავთობსადენით, ასევე საქართველოს ბათუმის პორტის და რკინიგზის დახმარებით ხორციელდება.

ფასი კლებულობს აზერბაიჯანის მიერ წარმოებული URALS-NOVO –ს ნავთობზეც. ერთი ბარელის ღირებულება $1.26 დოლარით შემცირდა, და ამ მაჩვენებელმა 30 ოქტომბერს $73.07 აშშ დოლარს მიაღწია. URALS–NOVO–ს ექსპორტს აზერბაიჯანი რუსეთის შავი ზღვის პორტის გავლით ახორციელებს.

შემცირდა ჩრდილოეთის ზღვაში Rent Dated–ის მიერ წარმოებული ერთი ბარელი ნავთობის ფასიც. 29 ოქტომბერს მისი ღირებულება $77.84 დოლარი იყო, 30 ოქტომბერს კი $75.84 დოლარს გაუტოლდა.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები