პოლონეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე GALICJA VITIS 2018 ბადაგონის ღვინოებმა 4 ოქროს მედალი მოიპოვა. აქედან აღმატებული ოქროს (Grand Gold) მედლები წილად ხვდა ბადაგონის წითელ ღვინოებს "კახური წარჩინებული" და "ალავერდის ტრადიცია", ხოლო ოქროს მედლები - ღვინოებს "საფერავი რეზერვი 2010" და "კახური წარჩინებული".
გარდა ამისა, კონკურსზე წითელი ღვინის კატეგორაში საუკეთესო ღვინის წოდება ბადაგონის ღვინომ "კახური წარჩინებული" მოიპოვა და Grand Gold მედალთან ერთად მას ჩემპიონის ტიტულიც მიენიჭა.
"ჩემპიონის წოდების მინიჭებით, ჩვენი ღვინო ამ კონკურსმა იქ წარდგენილ ათასობით წითელ ღვინოს შორის საუკეთესოდ სცნო. ამ გამოფენას უამრავი ღვინის მწარმოებელი ესწრებოდა სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს აღიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - აცხადებენ კომპანია ,,ბადაგონში“.