მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაღებში ბავშვის საგანმანათლებლო რესურსებზე 10 ლარზე ნაკლები იხარჯება"

5b325dc5c8b6d
BM.GE
26.06.18 20:20
716
Unicef-ის კვლევის მიხედვით, სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვის განვითარებისა და სწავლის ხელშემწყობი რესურსების სიმწირეა.

ზოგიერთ შემთხვევაში, ამგვარი რესურსების მოტანის პასუხისმგებლობა მშობლებს ეკისრებათ, ზოგჯერ კი, აღმზრდელი მათ საკუთარი ფულით იძენს, რადგან სათამაშოებისთვის, ხარჯვადი რესურსებისთვის (როგორიცაა ფანქრები, ქაღალდი და სხვ.), წიგნებისა და სხვა საგანმანათლებლო მასალისთვის ბიუჯეტი თითქმის არ არსებობს.

„ამ რესურსებზე თითო ბავშვზე ყოველწლიურად მინიმალური თანხა იხარჯება: 56 მუნიციპალიტეტიდან მიღებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტების 62.5% 10 ლარზე ნაკლებს ხარჯავს თითო ბავშვზე ყოველ წელს საგანმანათლებლო რესურსებზე (ზოგიერთი მათგანი მხოლოდ 0.73 და 1.11 ლარს ხარჯავს).”, - ნათქვამია კვლევაში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები