მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანში მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობის ტენდერი უშედეგოდ დასრულდა

5b3b4d3065815
თამუნა დემეტრაშვილი
03.07.18 14:15
817
დაბა ბაკურიანში მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობის ტენდერი უშედეგოდ დასრულდა. სამივე კომპანიას, რომლებმაც პროექტის მიმართ ინტერესი გამოხატეს, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიეცათ. კომპანიების შეთავაზებები ასეთი იყო: ,,ჯავა“ პროექტის განხორციელებას მუნიციპალური განვითარების ფონდს 25,8 მილიონად სთავაზობდა, კომპანია ,,ბლექ სი გრუპი“-18,2 მილიონად, ხოლო ,,ბილდ ინდუსტრი“-12 მილიონად, მაშინ როცა ევროპის საინვესტიციო ბანკს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის 14,5 მილიონი ჰქონდა გათვალისწინებული. პარკინგი ბაკურიანში, ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტის ფარგლებში, სწორედ ევროპის ბანკის დაინანსებით უნდა განხორციელებულიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები