ფინანსისტი, კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან სურგულაძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ბანკების მოგება შემცირებულია. კავკასიის ბიზნესჯგუფის სამეთვალყუეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ წმინდა მოგება შემცირებულია, თუმცა, ძალიან არის გაზრდილი თანხები „გაუთვალისწინებელ ხარჯებში“, რაც შეიძლება დარეზერვებული თანხა იყოს და რეალურად ბანკების მოგებას არ მოაკლდეს. მისივე თქმით, მოგების შემცირების რეგულაციებზე გადაბრალება არასწორია, რადგან შეზღუდვები სესხებზე მხოლოდ 2 თვის წინ დაწესდა. ამასთან, მისი თქმით, შემცირებული არ არის არც კომერციული ბანკების შემოსავლები.
„ახალი რეგულაციები, რომლებიც ეხებოდა სესხების გაცემის ახალ სტანდარტს შემოღებულია 2 თვის წინ და მას ნამდვილად რა შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი რყევა საბანკო მომგებიანობის თვალსაზრისით.
მხოლოდ ივნისის თვეში ჩანს სუფთა მოგების გაანხევრება, თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით მონაცემებს ვნახავთ, რომ შემოსავლები გაზრდილია. ერთერთი კატეგორია, რომელსაც ჰქვია გაუთვალისწინებელი ხარჯები, იქ ვხედავთ ძალიან დიდ ხარჯს 49 მილიონის ფარგლებში და სწორედ ამან გამოიწვია 95 მილიონიდან, რომელიც მანამდე იყო, 49 მილიონამდე მოგების ჩამოწევა, მაგრამ ამ გაუთვალისწინებელ ხარჯამდე ჩვენ გვაქვს ზრდა. თუ გასული წლის პირველ 6 თვეს შევხედავთ, შემოსავლები გაზრდილია, მოგება კი 3%-ია“,- აცხადებს ლევან სურგულაძე.