მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბარათაშვილის ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

5f23d30070304
BM.GE
31.07.20 12:08
768
თბილისის მერია, დედაქალაქის მასშტაბით, ხიდების მოვლა-პატრონობას სისტემატიურად ახორციელებს. წლიური ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორი კომპანია თბილისში არსებული ხიდებისა და გზაგამტარების შემოწმებას, მათი მდგომარეობის შესწავლას და დაზიანების შემთხვევაში აღდგენას ახდენს.

აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში, ბარათაშვილის ხიდზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.

მერიის ინფორმაციით, დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, პირველი აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით, ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები