კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე კლუბში სპეცრაზმია მობილიზებული. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"SOS. სპეცრაზმია შეჭრილი ბასიანზე, ასევე გალერიში, ალყაშია დინამო. ბლოუში ქალები სცემეს. ყველა შიგნით მყოფი გარეთ გამოუშვეს, შიგნით რას იზამენ არავინ იცის. ვისაც შეგიძლიათ მოდით. ომი გამოგვიცხადეს. #ჩადებაარგაბედოთ!!!!!",- წერს ნაჯა ორაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დეტალებზე სამინისტროში არ საუბრობენ.