ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არსებული რეგულაციების გაუთვალისწინებლობის გამო, ბათუმში 3 სარიტუალო დარბაზის მფლობელი დაჯარიმდა.
მისივე ცნობით, ამავე მიზეზით საქმიანობის უფლება 17 სარიტუალო დარბაზს შეუჩერეს, თუმცა დარბაზების ჩამონათვალი სამინისტროს არ გაუვრცელებია.
ცნობისთვის: 2020 წლის 10 სექტემბერს შრომის ინსპექციის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელებმა ბათუმში კვების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის, სუპერმარკეტების ობიექტები და სასტუმროები შეამოწმეს.
სასტუმროები, რესტორნები და სუპერმარკეტები, რომლებიც ბათუმში დააჯარიმეს - სია