“ბათუმში ბინის გაქირავების მიმართულებით ჯავშნების რაოდენობა მიმდინარე წლის ზაფხულში 90%-ზე ავიდა”-ამის შესახებ, კომპანია Wehost-ის დამფუძნებელმა ნიკა ანჯაფარიძემ, BMG-სთან ისაუბრა. მისივე თქმით, უმრავლესობა ქართველი დამსვენებელია და მოლოდინი არის, რომ სექტემბერშიც ეს ტენდენცია გაგრძელდება.
“ბათუმში პოზიტიური რიცხვების მიუხედავად, ბევრად რთული მდგომარეობაა ბაკურიანში, სადაც საშუალო დატვირთულობა 20-25 % გვაქვს აგვისტოში აქაც მხოლოდ ქართველები. ხოლო თბილისს რაც შეეხება კოვიდის პერიოდის დაწყების შემდეგ დატვირთულობა 25-30 პროცენტი გვაქვს რაც დიდად არ იცვლება რადგანაც ბინებში ვინც არიან ძირითადი ნაწილი არის როგორც ჩვენ ვეძახით “ჩარჩენილი ტურისტების ” რომლებიც ან ვერ დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყნებში ან დროებით სანამ ყველაფერი დალაგდება მსოფლიოში რადგანაც საქართველო შედარებით უსაფრთხოა გადაწყვიტეს აქ დარჩენა,” -განაცხადა ნიკა ანჯაფარიძემ.
ტურიზმის სექტორზე - იხილეთ სტატია დიდი სასტუმროების დატვირთულობა აგვისტოში გაზრდილია ყველგან, თბილისის გარდა – თიბისი კაპიტალი