მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე ე.წ "ჩაის ჯოხები" გამოჩნდება

5b24d411ba148
ელენე გოგბერაშვილი
16.06.18 16:15
1981

ახლო მომავალში ქართულ ბაზარზე ქართული ჩაი ინოვაციური შეფუთვით გამოჩნდება. ახალგაზრდა მეწარმეების, ე.წ “ჩაის ჯოხების” პროექტი საპარტნიორო ფონდმა ,,სტარტაპ საქართველოს” ფარგლებში დააფინანსა.


ე.წ “ჩაის ჯოხები” სპეციალური ლამინირებული კონუსური ფორმის “ჯოხია”, რომელსაც ნახვრეტები აქვს, რათა ცხელმა წყალმა კარგად იმოძრაოს და მაღალი ხარისხის ჩაი დაყენდეს.


პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ნინო გორგოშაძე bm.ge-თან საუბარში აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში 100  ათასი ლარის დაფინანსება მიიღეს, თუმცა პროექტის დასაწყებად დამატებით სჭირდებათ ინვესტიცია, რა მიზნითაც ამ ეტაპზე ქართულ საფინანსო ინსტიტუტებს ესაუბრებიან. მისი თქმით, პირველ ეტაპზე გეგმავენ 6 სახეობის ჩაის წარმოებას. როგორც ამბობს, წინასწარი გათვლებით თვის განმავლობაში 3000 ყუთი ჩაის წარმოებას შეძლებენ.

პროექტის ჯამური ბიუჯეტი 112 000 ლარია. პროექტის ერთ-ერთი ავტორის თქმით, ტექნიკურად საწარმო უკვე აწყობილია და სავარაუდოდ საქმიანობას რამდენიმე თვეში დაიწყებენ.


ჩაის ე.წ ჯოხების საწარმო ოზურგეთში მდებარეობს. პირველ ეტაპზე საწარმო 3 ადამიანს დაასაქმებს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები