საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) დირექტორის მრჩეველი ლევან ვეფხვაძე ხელისუფლებისგან იმ ნორმის გადავადებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც 1 მაისიდან ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვა უქმდება.
როგორც გადაცემაში "საქმის კურსი" ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, ხელისუფლება, დონორებთან ერთად სექტორში ძალიან საჭირო რეფორმას ახორციელებს, რომლის მიზანი ლიბერალური ბაზრის ჩამოყალიბებაა, თუმცა გარდამავალი ეტაპი ხისტი არ უნდა იყოს.
"პირველი მაისი ძალიან ახლოა, ბაზრის მოთამაშეები დაბნეულები არიან და არ იციან როგორ მოიქცნენ. 7 ახალი ჰესი დაგვემატა, რომელიც უნდა ჩართულიყო გარანტირებულად შესყიდვის სისტემაში, მაგრამ ახალი ნორმით ეს ვერ განხორციელდება. ბაზრის მოთამაშეებმა არ იციან როგორ მოიქცნენ" - აცხადებს ვეფხვაძე.
მისი განმარტებით, ხელისუფლება გარდამავალ ეტაპზე მსხვილ მომხმარებლებს უნდა დაეხმაროს, რათა არ გაუჭირდეთ ამ ბაზარზე ვაჭრობა.