კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ კომპანია ,,ვიონი საქართველო“, რომელიც ბაზარზე Beeline (ბილაინი) ბრენდით ოპერირებს, სატარიფო სუბსიდირებაში ამხილა. კომისიამ კომპანიას გაფრთხილება მისცა და მდგომარეობის გამოსწორება დაავალა. საუბარია ,,ბილაინის“ სატარიფო შეთავაზება „FREEVOLUTION“-ზე, რომლითაც მომხმარებელს ფიქსირებულ ფასად ულიმიტო საუბრებს, ესემესებსა და ინტერნეტს სთავაზობდა. კომისიამ დაადგინა, რომ კომპანიის „FREEVOLUTION”-ის საცალო პაკეტებზე მიკუთვნებული დანახარჯები მის შემოსავლებს დაახლოებით ოთხჯერ აღემატება, ზარალის დაფარვა კი სხვა მომხმარებლის ხარჯზე ხდებოდა, რაც კანონის დარღვევაა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ Beeline 270 ათასი ლარით დააჯარიმა. კომპანია აბონენტებზე გაუფორმებელ ნომრებს ყიდდა.