მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბენზინის იმპორტი შემცირდა

5af2989b864a8
BM.GE
09.05.18 10:42
697
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 87,3 ათასი ტონა, რაც 9,4 ათასი ტონით ნაკლებია მარტის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

მათ შორის, 2018 წლის აპრილში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 37,6 ათასი ტონა (კლება 10,4 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 49,7 ათასი ტონა (მატება 1 ათასი ტონით).

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2018 წლის აპრილის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 25,3 ათასი ტონა ანუ 67,3%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 11,7 ათასი ტონა ანუ 31,1%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,6 ათასი ტონა ანუ 1,6%.

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის აპრილის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 23,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 27,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 20,9 ათასი ტონა (23,9%), რუსეთი - 16,7 ათასი ტონა (19,1%), თურქმენეთი - 12,4 ათასი ტონა (14,2%); ბულგარეთი - 9,1 ათასი ტონა (10,4%); საბერძნეთი - 4,4 ათასი ტონა (5,0%), სხვ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები