მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"BGEO-ს გაყოფით ახალი ტიპის ინვესტორებს მოვიზიდავთ"

5b0d7c316e2ec
ნინო კვინტრაძე
29.05.18 21:10
1087
საქართველოს კაპიტალის საინვესტიციო ბიზნესი GGU (Georgian Global Utilities), რომელიც ფლობს როგორც წყალმომარაგების ასევე ენერგეტიკულ კომპანიებს, აქციების პირველად შეთავაზებას 3-4 წლის ვადაში განახორციელებს.

ჯგუფის ხელმძღვანელის არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, BGEO-ს გაყოფა, მათ მეტი კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.

"BGEO-ს გაყოფით ახალი ტიპის ინვესტორებს მოვიზიდავთ, რომლებიც გაიცნობენ საქართველოს ეკონომიკას და მზაობა ექნებათ იყიდონ სხვა აქციებიც, რომლებიც ეკონომიკაში იქნება. ასეთი ნაბიჯები გაგვიიოლებს სხვა კომპანიებსაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებას. ჩვენ ინვესტირების საკმაოდ ინტენსიურ ფაზაში ვართ. ამ ყველაფერს კი სჭირდება კაპიტალი, რომელიც საქართველოში არ არის და უნდა მოვიტანოთ როგორც კაპიტალი ასევე სესხები, რომ პროექტები განვახორციელოთ. მას შემდეგ, რაც დავანახებთ ინვესტორებს რომ ეს შეგვიძლია, შემდეგ უკვე შევძლებთ მეტი პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები