მთაწმინდაზე, კლუბ “ანდერვილში”, სადაც “ქართული ოცნების” ყრილობა უნდა ჩატარდეს, პარტიის ლიდერები უკვე შეიკრიბნენ. ადგილზე მივიდა ბიძინა ივანიშვილიც.
“ანდერვილში” უკვე მივიდნენ: პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და დეპუტატები.
დღევანდელ ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ.