მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BINANCE გაკოტრებულ კრიპტო ბანკ VOYAGER-ს $1 მილიარდად ყიდულობს

63a079f611e08
გიორგი თოლორდავა
19.12.22 18:51
736
მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-ი გაკოტრებულ კრიპტო ბანკ Voyager Digital-ს $1 მილიარდ დოლარად ყიდულობს.

Voyager-ს გაკოტრების გამოცხადება მიმდინარე წლის ივლისში მოუწია, რაც Three Arrows Capital-ის კოლაფსთან და $650-მილიონიან დეფოლტთან იყო დაკავშირებული. გაკოტრების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, კომპანია გასაყიდად აუქციონზე გაიტანეს, რომელშიც სემ ბენკმენ-ფრიდის FTX-მა გაიმარჯვა.

კომპანია FTX მზად იყო Voyager-ის სანაცვლოდ 1.4 მილიარდი დოლარი გადაეხადა, თუმცა გასულ თვეს თავად FTX-საც მოუწია გაკოტრების გამოცხადება, შესაბამისად, გარიგება ჩაიშალა.

საგულისხმოა, რომ დახურულ აუქციონში FTX-ის გარდა, Binance-ი და Coinbase-იც მონაწილეობა, თუმცა თავდაპირველად გამარჯვება FTX-მა მოიპოვა.

ამჟამად Binance-ი კომპანია Voyager-ს 400 მილიონი დოლარით იაფად ყიდულობს, რაც მოიცავს Voyager-ის ფიზიკურ აქტივებს, 1.7-მილიონიან მომხმარებელთა ბაზას და თითქმის მილიარდი დოლარის არალიკვიდურ კრიპტოაქტივებს.

მართალია, გარიგების დასრულების შემდეგ Binance-ს Voyager-ის ვალდებულებების გადაფარვა და კომპანიის რესტრუქტურიზაცია მოუწევს, თუმცა, როგორც ჩანს, ჩანგპენგ ჟაოს გუნდი თვლის, რომ 1.7 მილიონი მომხმარებელი ამ ფასად ღირს.

Binance-ი ამჟამად მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟაა, რომელიც ყოველდღიურად მილიარდობით დოლარის ტრანზაქციებს ატარებს. ცნობისთვის, აშშ-ის პროკურატურა Binance-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს - ფულის გათეთრების და არალეგალური ტრანზაქციებს გატარების ბრალდებით.


გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები