საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 8%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 78 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 75 დოლარის ფარგლებშია.
რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 71 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
ბოლო პერიოდში ნავთობის გაძვირება რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციასთან, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და OPEC-ის მხრიდან მიწოდების შეზღუდვასთანაა დაკავშირებული.