მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები დაეცა

ბიტკოინი (BEAR)

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კონფლიქტის ესკალაციისა და აშშ-ის მხრიდან ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განხორციელების ფონზე, საერთაშორისო კრიპტობირჟაზე ვარდნის ტენდენცია დაფიქსირდა.

ამჟამად ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 200 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც თითქმის $300-მილიარდიან დანაკარგს წარმოადგენს.

მკვეთრად დაეცა ბიტკოინის ფასი, რომელიც ერთ კვირაში 5%-იან კორექციას აფიქსირებს და ამჟამად ერთი კოინის ფასი 101,500 დოლარს შეადგენს.

ასევე 15%-ით არის გაუფასურებული ეთერიუმი, რომელიც ამჟამად 2,250 დოლარად ივაჭრება, მისი კაპიტალიზაცია კი $271 მილიარდის ფარგლებშია.

ბირჟაზე დაფიქსირებული მაღალი ვოლატილობის ფონზე, კრიპტოაქტივების ტრეიდერებმა თითქმის $1 მილიარდი დაკარგეს, რაც ფასების მერყეობით არის განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები