საერთაშორისო კრიპტობირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად დაეცა. ამჟამად ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 350 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 10%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
თითქმის 6%-ით დაეცა ბიტკოინის ღირებულება. ის ამჟამად 96,000 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.9 ტრილიონის ფარგლებშია.
რაც შეეხება ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი 3,350 დოლარს შეადგენს, რაც 9%-ით შემცირებული მაჩვენებელია, მისი კაპიტალიზაცია კი $406 მილიარდს შეადგენს.
კრიპტოაქტივების ფასების შემცირება პირდაპირ კავშირში ამერიკული საფონდო ბირჟის დაღმასვლასთან, რომლის საერთო შეფასება თითქმის 3%-ითაა შემცირებული.