მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის ფასი 19,000 დოლარამდე გაიზარდა, ეთერიუმის - $1,400-მდე

63c10184c88b1
გიორგი თოლორდავა
13.01.23 11:59
554
საერთაშორისო კრიპტო ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - გასულ 24 საათში ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია დამატებით 2.3%-ით, 905-მილიარდიან ნიშნულამდე გაიზარდა.

ბიტკოინის ფასმა 4%-ით მოიმატა და 19,000 დოლარს მიაღწია, კრიპტოაქტივის კაპიტალიზაცია კი ამჟამად 365 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება რიგით მეორე კრიპტოვალუტა ეთერიუმს, მისი ფასი 1%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 1,400 დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ეთერიუმის კაპიტალიზაცია $173 მილიარდის ფარგლებშია.

ზრდის ტენდენცია ფიქსირდება სხვა მსხვილ კრიპტოაქტივებთან მიმართებითაც, მაგალითად: ADA +20%; SOL +30%; MATIC +18%; LTC +16%.

კრიპტოაქტივების ფასების ზრდა აშშ-ის ფედერალური სტატისტიკის ბიუროს მიერ გასაჯაროებულ მონაცემებთანაა დაკავშირებული. როგორც ჩანს, აშშ-ში წლიური ინფლაციის დონე 6.5%-იან ნიშნულამდე შემცირდა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ხარჯებს, აღნიშნული მაჩვენებელი 5.7%-მდეა შემცირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ნელდება.

ინფლაციის ტემპის შენელება, პირველ რიგში, ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებითაა განპირობებული. შეგახსენებთ, რომ FED-მა გასულ წელს ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი 4.5%-მდე გაზარდა, რაც სწორედ რეკორდულად მაღალი, 9%-იანი ინფლაციით იყო განპირობებული.

ინფლაციის შენელება FED-ს, სავარაუდოდ, მონეტარული პოლიტიკის შერბილებისკენ უბიძგებს, რასაც ინვესტორები და ტრეიდერები პოზიტიურ სიახლედ იღებენ.

მოგეხსენებათ, FED-ის გადაწყვეტილებას პირდაპირი გავლენა აქვს გლობალურ საფონდო და კრიპტო ბირჟებზე. ზოგადად, საპროცენტო განაკვეთების ზრდა სარისკო აქტივების გაუფასურებას უწყობს წელს; შემცირება კი - პირიქით.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები