მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Black Sea Arena-ზე ენიო მორიკონეს კონცერტი გაიმართება

5acaff04a2822
თამუნა დემეტრაშვილი
09.04.18 10:00
9611
"ბლექ სი არენაზე“ ცნობილი იტალიელი კომპოზიტორისა და დირიჟორის ენიო მორიკონეს კონცერტი გაიმართება. ,,ბლექ სი არენამ“ უკვე გააფორმა ხელშეკრულება ჰოლანდიურ კომპანია ,,General Entertainment Associates Production“-თან, რომელიც მაესტროს კონცერტების ორგანიზებისა და ჩატარების უფლებას ფლობს. მომსახურების შესყიდვა ,,ბლექ სი არენასათვის“ მინიჭებული სპეციალური წესის შესაბამისად მოხდა, ღირებულება კი 250 ათას ევროს შეადგენს. ასევე გაფორმებულია ხელშეკრულება კომპანია ,,SPQR Concerts B.V.’-თანაც. ამ უკანასკნელს, ენიო მორიკონეს კონცერტებზე შესრულების შესყიდვის უფლება აქვს. აღნიშნული ხელშეკრულების ღირებულება კი 350 ათასი ევროა.
იტალიელი მაესტროს 2018 წლის ტურის გრაფიკში ,,ბლექ სი არენაზე“ გასამართი კონცერტი 19 მაისითაა ჩანიშნული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები