ამერიკულმა Blackstone-მა 11.5 მილიარდ დოლარად მექსიკაში დაფუძნებული TXNM Energy შეისყიდა.
საინვესტიციო ჰოლდინგის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება TXNM-ის ზრდის დინამიკით არის განპირობებული, რასაც, თავის მხრივ, მექსიკის ეკონომიკური განვითარება იწვევს, რადგან აღნიშნული კომპანია ქვეყანაში ელექტროენერგიის უმსხვილესი მიმწოდებელია და ის სტაბილურად ახერხებს გაზრდილი შემოსავლების გენერირებას.
Blackstone-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონში კრიპტოაქტივების მაინინგზე გაზრდილი მოთხოვნის და AI-Data-ცენტრების მშენებლობის ფონზე, მომავალში ელექტროენერგიის მოხმარება მკვეთრად გაიზრდება, TXNM Energy კი ამ ტენდენციით უდიდეს სარგებელს მიიღებს, ამიტომაც საინვესტიციო ჰოლდინგი მას 15%-იანი პრემიუმით გამოისყიდის და თავის $60-მილიარდიან ენერგეტიკულ პორტფელს გაზრდის.
ამჟამინდელი მონაცემებით, Blackstone-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $176 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის $1 ტრილიონის აქტივებს აკონტროლებს, საინვესტიციო ჰოლდინგის პორტფელში 10-მდე ენერგეტიკულ კომპანიას შეხვდებით.