მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg: 10 ყველაზე მდიდარი ოჯახი მსოფლიოში

5b38d634564b6
მარიამ ადამია
01.07.18 19:00
3337
Bloomberg Billionaires Index-მა მსოფლიოს მასშტაბით ის მილიარდერი ოჯახები და მათი შემოსავლები დაითვალა, რომლებსაც ქონება მემკვიდრეობით გადაეცათ და სადაც სიმდიდრე თაობიდან-თაობაზე გადადის. სიაში პირველ ადგილს - 151,5 მილიარდი ამერიკული დოლარით, უოლტონები იკავებენ, რომლებიც წლებია, რაც უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელის Walmart-ის მფლობელები არიან. მათი შემოსავლები დროთა განმავლობაში კიდევ უფრო იზრდება, ამიტომაც გამოცემის ცნობით, საგვარეულო მდიდარი ოჯახების რეიტინგის ლიდერად კიდევ დიდხანს შენარჩუნდება.

რიგით მეორე ადგილი, Koch Industries-ის მემკვიდრეებსა და მმართველებს, კოქსების ოჯახს ერგო, რომელთა ქონება ჯამში - 99 მილიარდი ამერიკული დოლარია.

Mars-ის, M&M-ის, Milky way-სა და კიდევ სხვა არაერთი ტკბილეულის შემქმნელი კორპორაციის მფლობელების ქონება კი გამოცემამ - 89,7 მილიარდ დოლარად შეაფასა, ამიტომაც მარსების ოჯახი რეიტინგში მესამე ადგილას დასახელდა.

რაც შეეხება მეოთხე პოზიციას, ის რამდენიმე ოჯახმა გაინაწილა, რომლებიც მსოფლიოში უმსხვილესი ლუდის მწარმოებელი კომპანია Anheuser-Busch InBev-ისა და ჯამში 54 მილიარდი ამერიკული დოლარის მფლბელები არიან. საუბარია ვან დამების, დე შპილბერკებისა და დე მევიუსების ოჯახზე.

ყველაზე მდიდარი ოჯახების ხუთეულში ასევე, ფრანგული მოდის სახლის Hermеs-ის მემკვიდრეები - დიუმებიც მოხვდნენ, რომელთა ქონება Bloomberg-ის მიხედვით 49 მილიარდი დოლარია.

მას კი, მოდის სახლის chanel-ის მფლობელი და მმართველი, ვერხაიმეროვების ოჯახი მოსდევს, რომლებიც ამ საქმიანობას, კოკო შანელის გარდაცვალების შემდეგ უძღვებიან და რომელებსაც დღევანდელი მონაცემებით, ჯამში 45,6 მილიარდი დოლარის ქონება აქვთ დაგროვილი.

სიაში მოხვდა ინდოელი ბიზნესმენი და ინდოეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი - მუკეშ ამბანიც, თავის ოჯახთან ერთად, რომლებიც ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციის Reliance Industries-ს მფლობელები არიან და 48 მილიარდ ამერიკულ დოლარს აერთიანებენ ანგარიშზე.
მერვე ადგილი გამოცემამ, ბრენდ ВМW-ს აქციების მფლობელ მილიარდერ ოჯახს - კვანდტებს დაუთმო, რომლებიც 42,7 მილიარდი დოლარის ქონებას განკარგავენ.

მას კი, უმსხვილესი კორპორაციის მფლობელი ამერიკელი კარგილ - მაკმილანების ოჯახი მოსდევს, 42 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებით, ხოლო ათეულს 130 წლიანი კომპანიის „ბერინგერ ინგელხაიმის“ მფლობელი - ბერინგერების ოჯახი ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები