დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ბოდორნაში, ბოდორნაჰესის მშენებლობა დასრულდა. ახალი ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლრავე 2.5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 15 მლნ.კვტ/სთ.
ე.წ „მწვანე“ ჰესის მშენებლობისთვის კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 10 მლნ ლარის ინვესტიცია განახორიცელა, რომელიც კომპანიამ ნიდერლანდების განვითარების ბანკისა (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებისგან (DEG) მიღებული გრძელვადიანი სესხის ნაწილით დააფინანსა.
ბოდორნაჰესში დამონტაჟებული ელექტრო-მექანიკურ ტურბინები და გენერატორი წარმოებულილია ავსტრიული კომპანია GUGLER-ის მიერ, რომელიც ლიდერია ჰიდროაგრეგატების წარმოების დარგში. ჰესის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები ქართულმა კომპანიებმა - ,,პირამიდამ“ და „საქ. წყალ პროექტმა“ - განახორციელეს. მშენებლობის პროცესს მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ,,Stucky SA” ზედამხედველობდა.
ახალი ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში დღეიდან შევა და ის საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთვება.