მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბოლო 5 წელში საპროცენტო განაკვეთები სესხებზე დაახლოებით 6%-ით შემცირდა"

5ad5bf9a975fc
სალომე მეცხვარიშვილი
17.04.18 13:33
1065
"ბოლო 5 წელს თუ ავიღებთ, საპროცენტო განაკვეთები სესხებზე დაახლოებით 6%-ით არის შემცირებული”, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.

"თითოეული ტიპის სესხსაც თუ ავიღებთ, აქაც შემცირების დინამიკა შეინიშნება. დარწმუნებული ვარ, ეს დინამიკა გაგრძელდება",- განაცხადა ბუცხრიკიძემ. ის ასევე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის განცხადებას, რომ ბანკები არ უნდა იყვნენ ეკონომიკის მუხრუჭი. ბანკირი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში 2 შეხვედრა იყო ბანკებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის, სადაც ბანკების პოზიტიური წვლილი ეკონომიკაში დაფიქსირდა.

"ბოლო 1 კვრის განმავლობაში ბანკებს გვქონდა 2 შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან და საკმაოდ პოზიტიური. მინდა აღვნიშნო, რომ ბანკები არიან ერთ- ერთი მნიშვნელოვანი სფერო ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ შეხვედრებზე, განსაკუთრებით გასულ კვირაში, დაფიქსირებული იყო, რომ ძალიან პოზიტიურ როლს ასრულებენ ბანკები ეკონომიკის განვითარებისთვის. ის ინიციატივა, რომლიც გააჩნია ფინანსთა სამინისტროს და მთლიანად მთავრობას სტარტაპების დაფინანსებასთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით, რომ ბანკები მიიღებენ ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობას",-აცხადებს ბუცხრიკიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები