მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორდიურებზე მაგიდების განთავსებისთვის ბათუმში კაფე-ბარები დააჯარიმეს

5b7bfd4bb4ca2
BM.GE
21.08.18 16:00
1182
ბათუმში კაფე-ბარები დააჯარიმეს. ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორმა bm.ge-ს განუცხადა, რომ ბორდიურებზე მაგიდების განთავსებისთვის ჯამში 42 ობიექტს დაუფიქსირდა დარღვევა. აქედან 28 ობიექტი დაჯარიმდა, ხოლო 14-ს კი გაფრთხილება მიეცა.

ჯარიმების მოცულობა 1000 ლარიდან იწყება, განმეორების შემთხვევაში კი ის ორმაგდება.

„კაფე-ბარების მეპატრონეებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში აიღონ ნებართვა ბორდიურებზე მაგიდებისა და სკამების განთავსებაზე, თუმცა ეს ისე არ უნდა მოხდეს, რომ ფეხით მოსიარულეებს გზა ჩაეხერგოთ. ჩვენ თავდაპირველად გაფრთხილებით შემოვიფარგლებით, შემდეგ კი საქმეს სასამართლოს გადავცემთ“, - ამბობს ჯუმბერ კობალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები