მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Brand Finance: 2018 წლის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები

5b42076c4a036
ანუკა ჯოხაძე
08.07.18 16:39
1565
Brand Finance-მა 2018 წლის 500 ყველაზე ძვირადღირებული ამერიკის მოდის ბრენდი დაასახელა, საიდანაც პირველი 15 ბრენდის საერთო ქონება დაახლოებთ 70 მილიარდი ამერიკული დოლარია. მოდა ამერიკაში ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესინდუსტრიაა.

სიაში მოხვდენენ ისეთი ბრენდები, რომლებიც ყველასთვის ფუფუნებასთან ასოცირდება, მაგალითად Coach და Michael Kors, თუმცა აქვე არიან ისეთი კომპანიებიც, როგორებიცაა Levi's და Old Navy.

სიის სათავეში მოხვდა ამერიკული სპორტული ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსუარების გიგანტი კომპანია Nike, რომლის ღირებულებაც 28 მილიარდი ამერიკული დოლარით განისაზღვრა. Nike ერთადერთი ბრენდია ჩამოთვლილიდან, რომლის ღირებულებაც ორნიშნა რიცხვია. Brand Finance-მა რეიტინგი ბრენდის ფინანსებით, ღირებულებით და ბრენდის იმიჯის მიხედვით შეადგინა.

ამერიკის ყველაზე ძვირადღირებული მოდური ბრენდების სრული ჩამონათვალი კი ასეთია:
  • Nike - $28 მილიარდი
  • Coach - $6.1 მილიარდი
  • Victoria's Secret - $6.1 მილიარდი
  • Polo Ralph Lauren -  $4 მილიარდი
  • Under Armour -  $3.7 მილიარდი
  • The North Face - $3.1 მილიარდი
  • Michael Kors  - $2.7 მილიარდი
  • Tommy Hilfiger -  $2.6 მილიარდი
  • Old Navy - $2.3 მილიარდი
  • Levi's  - $2.2 მილიარდი
  • Calvin Klein - $2.2 მილიარდი
  • GAP -  $2 მილიარდი
  • Skechers - $1.6 მილიარდი
  • Timberland - $1.4 მილიარდი
  • Converse - $1.2 მილიარდი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები