მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრენდული სასტუმროები, რომელიც კახეთში გაიხსნება

5af30aef43547
ელენე გოგბერაშვილი
10.05.18 09:00
6068
კახეთს წელს ახალი ტურისტული ობიექტები შეემატება, მათ შორის ისე ცნობილი სასტუმროს ბრენდები, როგორებიცაა Radisson და Holiday Inn. აღნიშნული სასტუმროები სტუმრებს უკვე მიმდინარე წლიდან მიიღებს. 2019 წელს კი კახეთის რეგიონს კიდევ ორი სასტუმროს ბრენდი - "გოლდენ ტიულიპი’’ და "ვილა გოდოლი’’ შეემატება.
როგორც BM.GE-ს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, გარდა ახალი ობიექტების მშენებლობისა, მიმდინარეობს ასევე ,,ლოპოტა რეზორთის’’ საერთო ინფრასტრუქტურის განვითარება. დაგეგმილია საწოლების რაოდენობის გაორმაგება, რაც ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონში გაზრდილი ტურისტული ნაკადისთვის აუცილებლობას წარმოადგენს.

გარდა მსხვილი ტურისტული ობიექტებისა, წელს კახეთის რეგიონს ათეულობით პატარა კერძო შატო და მარანი, მცირე ჰოსტელები და სასტუმროები შეემატება. შედეგად დაახლოებით 500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციაში განგვიცხადეს, წელს დასრულდება ასევე თუშეთის სივრცითი განვითარების პროექტზე მუშაობა. თუშეთის განვითარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება კი კიდევ უფრო გაზრდის ტურისტულ ნაკადს თუშეთის მიმართულებით. ,,შედეგად კახეთი მალე ოთხივე ტურისტული სეზონის მასპინძელი მხარე გახდება’’-აცხადებენ კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები