მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბულგარეთის საელჩო სიღნაღში გამოფენას უმასპინძლებს

5af556158212e
BM.GE
11.05.18 12:35
481
11 მაისს, ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, თიბისი ბანკთან ერთად წარმოადგენს ტრადიციული ბულგარული სამოსის ფოტოგამოფენას.
გამოფენა ჩატარდება ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად და ის მიზნად ისახავს ბულგარეთის კულტურის საქართველოში პოპულარიზაციას.

გამოფენაზე წარმოდეგნილი იქნება ფოტოები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ეგზოტიკურ ცერემონიალებსა და განსხვავებული რელიგიების წარმომადგენლების თანაცხოვრებას. ასევე საქორწინო ადათ-წესებს, მარხვის დროს ჩატარებულ ცეცხლის რიტუალს, ნესტინიარულ ცეკვებსა და სხვა ბულგარულ ტრადიციებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები