"ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყენას", - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახელობის 25-30% მოკლებულია საშუალებას ჩართული იყოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, რაც ცუდად მოქმედებს ინკლუზიურ ზრდაზე.
"630 ათასი ადამიანი შავ სიაშია, მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ საინტერესო ბიზნეს პროექტები, არიან მცირე მეწარმეები და ვერ ავითარებენ თავიანთ პატენციალს, ვერ ასაქმებენ ხალხს, იმიტომ რომ მათ შორის უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემამ გამოიწვია მათი ჩამოშორება ეკონომიკური ცხოვრებიდან"-განაცხადა ბახტაძემ.