მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Chesnara ბრიტანული HSBC-ის სადაზღვევო ბიზნესის ყიდვით დაინტერესდა

hsbc

ბრიტანული Chesnara აქტიურად განიხილავს კონკურენტი კომპანიის, HSBC-ის ბრიტანული სადაზღვევო ბიზნესის გამოსყიდვას.

Bloomberg-ის ინფორმაციით, HSBC-ის მენეჯმენტს პორტფელის რებალანსირება და გაერთიანებული სამეფოს სადაზღვევო ბაზრიდან გასვლა სურს, თავად ამ ბიზნესის შეძენა კი არაერთ კომპანიას სურს, მათ შორის Chesnara-ს, რომლის ძირითადი საქმიანობა სწორედ სადაზღვევო სერვისის გაწევაა.

მართალია, გარიგების მოცულობასთან დაკავშირებით ინფორმაცია საჯარო არ არის, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ მის სანაცვლოდ ინვესტორ კომპანიას ასობით მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.

ამ ეტაპზე, Chesnara-ს კაპიტალიზაცია 570 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო HSBC-ის შეფასება $210 მილიარდის ფარგლებშია, თუმცა ეს არა მარტო სადაზღვევო ბიზნესს, არამედ ამ ბრიტანული ჰოლდინგის სრულ პორტფელს მოიცავს, რომელშიც სადაზღვევო ბიზნესს შედარებით მცირე წილი უჭირავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები