მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი "სავაჭრო ომის" წინააღმდეგ

5bbb5661a655a
ნინი თურქია
08.10.18 17:05
799
„ჩინეთის ხელისუფლება აშშ-სთან სავაჭრო ომის მომავალი შედეგების შესამსუბუქებლად ეკონომიკაში უფრო მეტი იუანის ჩაშვებას გეგმავს“, - ამის შესახებ განცხადებას CNN Business აკეთებს.
ჩინეთის ეკონომიკა უარყოფით გავლენას განიცდის აშშ-ს მიერ ქვეყნის ექსპორტზე დაწესებული $250 მილიარდიანი გადასახადის გამო.
ჩინეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად ისინი 750 მილიარდი იუენის ($190 მილიარდი დოლარის) ჩაშვებას აპირებენ ეკონომიკაში.

ბანკის Macquarie-ის ეკონომისტმა ლარი ხუ-მ განაცხადა, რომ „რამდენიმე კვირაში ცენტრალური ბანკი იძულებული იქნება, რომ ისევ იმოქმედოს. მათ მიერ განხორციელებული ქმედებები ძალიან შორსაა იმისგან, რომ ეკონომიკა კვლავ ზრდისკენ მოაბრუნოს“.

ჩინეთის მთავრობამ უკვე დაიწყო გადასახადების შემცირება, ინფრასტრუქტურული დანახარჯებისა და მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება, რადგან მათ სურთ ხელი შეუწყონ ეკონომიკური აქტივობების წახალისებას.

„ეკონომიკას დახმარება სჭირდება“, - აცხადებს ბანკ Societe Generale-ს ეკონომისტი ვეი იაო. იგი მომავალ კვარტალში შენელებას ვარაუდობს.
პეკინის მიერ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება ჩინური ვალიუტის შესუსტების საფრთხეს აძლიერებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ იუანი დოლართან მიმართებით უკვე 6%-ით დავარდა.
„გადასახადების შემცირების შემდეგ, იუენი აუცილებლად დადგება გაუფასურების საფრთხის წინაშე“, - აცხადებს ხუ.
ჩინეთის სახალხო ბანკი აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს, რომელმაც წელს საპროცენტო განაკვეთი უკვე მესამედ გაზარდა. CNBC წერს, რომ ინვესტორებისთვის შექმნილი ვითარება წარმოადგენს წამახალისებელ ფაქტორს იმისათვის, რომ აქტივები იუანის ნაცვლად დოლარში შეინახონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები