კომპანია ,,ჩირინა“ ინდაურის ხორცის წარმოებას გეგმავს, რომელიც ბაზარზე ,,ბიუ-ბიუს“ ბრენდით გაიყიდება, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა. კომპანია სართიჭალაში კანადური ჯიშის ინდაურის ფერმას გააკეთებს, რომლიც 34 კილოგრამამდე იზრდება. ამ მიმართულების განსავითარებლად ,,ჩირინა“ 20 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
,, ვაპირებთ 6 ათასი ტონა ინდაურის ხორცის წარმოებას წელიწადში, რომელიც დაჭრილი სახით, ,,ბიუ-ბიუს“ ბრენდით გაიყიდება. საქართველოში მიღებულია პატარა ინდაურების გაყიდვა საახალწლოდ, ეს იქნება კანადური ჯიშები, რომლებიც 20-დან 34 კილოგრამი იზრდება.
ფერმა სართიჭალაში გაკეთდება, სადაც სასაკლაო და გადასამუშავებელი წარმოებაც მოეწყობა. ამ ყველაფერში დაახლოებით 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
სავაჭრო ქსელში ძირითადად ინდაურის რბილი ნაწილები გაიყიდება, რომლის ფასიც ქათამისა და ღორის ხორცის ფასის შუალედური იქნება და კილოგრამი 9-10 ლარი ეღირება. ინდაურის დანარჩენ ნაწილებს კი სოსისებისა და ძეხვის წარმოებაში გამოვიყენებთ, რომელიც ამ დროისთის უკვე ამუშავებული გვექნება. ვფიქრობთ ინდაურის ხორცს ბაზარზე 2021-2022 წელს გამოვიტანთ“ - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.