მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენ ვქმნით განათლების შესაძლებლობებს“ - ანუკი ხონელიძე, საქართველოს ბანკის CSR გუნდის წევრი

საქბანკი
14.06.24 13:23
418
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი განათლებისთვის - ალბათ, ეს ფრაზა ხშირად გაგიგიათ და ისიც კარგად იცით, რომ საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და 120 000-ზე მეტ ახალგაზრდას აძლევს წვდომას ხარისხიან განათლებაზე.

აღნიშნული პროექტების განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების გუნდი. მათ მიერ ინიცირებულ და მხარდაჭერილ პროექტებზე კი ანუკი ხონელიძეს, საქართველოს ბანკის ბრენდ მენეჯერს გავესაუბრეთ.

როგორც ვიცით, საქართველოს ბანკისთვის განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - რა მნიშვნელობა აქვს უშუალოდ თქვენთვის ფინანსური ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ თითოეულ საგანმანათლებლო პროექტს?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვმუშაობ იქ, სადაც განათლების მხარდაჭერა პრიორიტეტულია და ამისთვის არაერთი პროექტი თუ ინიციატივა ხორციელდება.

უდიდესი ემოციით ვივსები, როცა ვხედავ იდეათეკების გახსნის დროს ბავშვების გაბრწყინებულ სახეებს; სტიპენდიატებს, რომლებსაც ჩვენი ინიციატივა აძლევს შესაძლებლობას, მთელი საკუთარი დრო და რესურსი სწავლისკენ მიმართონ; ადამიანებს ვისთვისაც ოცნება - ესწავლათ საზღვრებს გარეთ საუკეთესო უნივერსიტეტებში - ახლა რეალობაა და კიდევ მრავალი სხვა პროექტით ბედნიერ ადამიანებს, რომლებსაც მუდმივად ვაძლევთ ძალას და მოტივაციას, ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ გაჩერდნენ და მუდმივად ახსოვდეთ, რომ საუკეთესო წინ არის.

რას ნიშნავს თქვენთვის, უშუალოდ იყოთ ჩართული ამ პროექტების განხორციელების პროცესში?

პირველ რიგში, ეს ნიშნავს ჩემთვის მადლიერების და სიამაყის განცდას. სიამაყის იმიტომ, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომლისთვისაც განათლება ღირებულებაა, ხოლო მადლიერების, რადგან ერთი მხრივ, საქართველოს ბანკმა მომცა შესაძლებლობა ვიყო ამ პროექტების განმახორციელებელი, მეორე მხრივ, კი მივიღო ის ყველა დადებითი ემოცია, რომელიც ჩვენი ინიციატივების მონაწილეებისგან მოდის.

მათგან მიღებული დადებითი შეფასებები, გაბრწყინებული თვალები და სწრაფვა კიდევ უფრო მეტი განვითარებისკენ ის ფაქტორებია, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე მარწმუნებს, რომ სწორ ადგილას ვარ.

როგორ დაიწყო თქვენი კარიერული გზა საქართველოს ბანკში?

საქართველოს ბანკის გუნდს 1 წელზე მეტია რაც შემოვუერთდი. როგორც მომხმარებლისთვის, ჩემთვის საქართველოს ბანკის კამპანიები ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი იყო სხვა ორგანიზაციების ინიციატივებს შორის. შესაბამისად, კარგად ვიცნობდი ბანკის CSR პროექტებსაც. თუმცა, ახლა, როდესაც უკვე აქ ვარ და უშუალოდ ვმონაწილეობ ამ პროცესებში, ვხედავ, რეალურად რამდენი ფინანსური და ადამიანური რესურსი იდება თითოეული ინიციატივის განხორციელებაში. ეს სულ სხვა შეგრძნებებს აჩენს.

ჩვენ მხარეს არ არის მხოლოდ მარკეტინგული ნაწილი, ჩვენი მიმართულება მოიცავს სრულ ჩართულობას პროექტის წერიდან, მის აღსრულებამდე და ამ შესაძლებლობების ადამიანებამდე მიტანამდე. მათ მხარეს კი მარტო ისღა რჩება, რომ ეს შესაძლებლობები გამოიყენონ.

რა პროექტებზე მუშაობთ თქვენ? მოკლედ რომ მოგვიყვეთ მათი მნიშვნელობის და მიზნების შესახებ.

ზოგადად, ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი საქართველოს მასშტაბით, და არა მხოლოდ, ყველა რეგიონისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ადამიანებისთვის საკუთარი პოტენციალის გამოვლენის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაა. ამიტომ, ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვიკვლიოთ საჭიროებები და ამის შემდეგ მივწვდეთ ყველა ასაკობრივ კატეგორიას, იქნება ეს სკოლის მოსწავლე, სტუდენტი თუ ახალგაზრდა პროფესიონალი.

უშუალოდ სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის შესაძლებლობების შექმნა და მათი მხარდაჭერა ჩემ მიერ კურირებული პროექტების მთავარი მიზანია. ამისათვის ჩვენ არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ, მათ შორის: საქართველოს ბანკის სტიპენდიებისა და სამ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამას;

ასევე, ჩვენი გუნდი აქტიურად უჭერს მხარს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებს სტუდენტებისთვის: იქნება ეს საჯარო მეტყველების კონკურსი, ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსი და სხვა.

თუმცა, ამჯერად საქართველოს ბანკის მიერ სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის შექმნილ საგანმანათლებლო პროგრამებზე მინდა გესაუბროთ.

საქართველოს ბანკის სტიპენდია პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩვენი შედარებით ახალი პროექტია, რომელიც რამდენიმე თვეა დაიწყო. თუმცა, უკვე 20-მდე პარტნიორ უნივერსიტეტში 160-ზე მეტი სტიპენდიატი გვყავს და მომავალში როგორც სტიპენდიატების, ასევე პარტნიორი უნივერსიტეტების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

პროექტი ახალგაზრდების მიერ სკოლისა და სტუდენტობის პერიოდში გაწეული შრომის და სწავლის დაფასებას ემსახურება; ეს არის შეხსენება, რომ შრომას ყოველთვის აქვს შედეგი და ამასთან, ერთგვარი მოტივაცია - არ გაჩერდნენ და ყოველთვის გააკეთონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი.

შესაბამისად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ემოცია, რომელსაც სტუდენტებისგან და ახალგაზრდებისგან ვიღებ. მათი წარმატება ჩვენი წარმატებაცაა. ამიტომ, ამ პროექტს დიდი სიამაყით ვახორციელებთ.

ამასთან, უკვე წლებია გვაქვს სამი საერთაშორისო სტიპენდია: Fulbright, Chevening და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Europe-ში.

ეს სტიპენდიები არის შესაძლებლობა ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის, ისწავლონ სამაგისტრო პროგრამაზე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, მიიღონ საერთაშორისო დონის განათლება და გამოცდილება, დაბრუნდნენ საქართველოში და საკუთარი წვლილი შეიტანონ უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში.

შედეგად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში უკვე 12 ახალგაზრდა გაემგზავრა აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად, ჩივნინგის პროგრამით დიდი ბრიტანეთის სასწავლებლებში 26 სტუდენტი ჩაირიცხა, Miami Ad School Europe-ში კი განათლება 4-მა ახალგაზრდა პროფესიონალმა მიიღო.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც საქართველოს ბანკში მუშაობის დროს ისწავლეთ?

ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა, ვფიქრობ, ცხოვრებისეული გაკვეთილი ვისწავლე - თუ არ ჩერდები, შესაძლებლობები ყოველთვის გამოჩნდება.

თქვენი აზრით, რომელია ის პროექტი, რომლის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს?

ვფიქრობ, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით ყველა პროექტი საინტერესოა, რადგან ყველა ადამიანს ეხმარება, იპოვოს საკუთარი შესაძლებლობების „აქსელერატორი“. ამისათვის, საჭიროა, რომ ისინი ჩვენს ყველა პროექტს იცნობდნენ.

ზუსტად ამ მიზნით შევქმენით პლატფორმა csr.bog.ge-ც, რომელიც თითოეულ ადამიანს, რომელსაც სურს, არ გაჩერდეს, აძლევს წვდომას ჩვენი პროექტების ბაზაზე და ინსტრუმენტზე. ეს კი ეხმარება მათ, აღმოაჩინონ ისეთი პროექტი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები