"ამერიკა-საქრთველოს ურთიერთობის 26 წლის განმავლობაში ამერიკა საქართველოს ერთგული ქვეყანაა, ჩვენ ყოველთვის საქართველოს გვერდით ვიდექით და ეს ყოველთვის ასე იქნება", - ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში საქათველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორი კვირის წინ ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც ძალიან წარმატებული ვიზიტი ჰქონდა. მას შეხვდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და ჩვენი კონგრესის ორივე პალატის წევრებთან, მან გახსნა ჩვენი ორმხრივი, სტრატეგიული პარნიორების სხდომა. ყველგან ვაშინგტოში, ჩვენი გზავნილი საქართველოსთვის ერთი იყო - "ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს", საქართველო ამერიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია რეგიონში და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამას. მისი განმარტებით, ამერიკა აფასებს საქართველოს ერთგულებას და მის მისწრაფებას შექმნას დემოკრატიული საზოგადოება და გხდეს ევროპული სამყაროს ნაწილი.
საქართველო ამერიკელი ხალხის გულშა. მიმაჩნია, რომ ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები დემოკრატიისადმი. საქართველო ღირსეულად მსახურობს ამერიკისა და ნატოს ძალებთან ერთად, კოსოვოში, ერაყში, ავღანეთში, ჩვენ ვაფასებთ ამ მსხვერპლს. ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობის განმავლობაში 4,5 მილიარდი დოლარზე მეტი ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული საქართველოში", - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.