მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coca-Cola - ტრამპის მსხვერპლი

5b5c3b48bf50f
BM.GE
28.07.18 15:00
1678
Coca-Cola არაალკოჰოლურ სასმელზე ფასებს ზრდის მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენმტმა დონალდ ტრამპმა მიიღო იმპორტირებულ ალუმინზე 10%-იანი გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება. შედეგად, მწარმოებელს ალუმინის ქილების წარმოება უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე მანამდე.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მედიასთან განაცხადა, რომ გადაწყვეტილება დამღუპველი, თუმცა, აუცილებელია.

რამდენით მოიმატებს კოკა-კოლის ფასი მაღაზიებში, ეს რითეილერზეა დამოკიდებული - აცხადებენ კომპანიაში.

CNN Money აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ მარტში კომერციულმა მდივანმა ვილბურ როსმა აღნიშნა, რომ ალუმინზე დაწესებულ გადასახადს მომხმარებელი ვერ იგრძნობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები