მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-19-ით კიდევ 37 მოქალაქე გარდაიცვალა

61652bfbbb6c9
ინგა მურუსიძე
12.10.21 10:40
301
ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 37 მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

გარდა ამისა, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 623 პირი.

12 ოქტომბრის სრული კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 640 358 , ბოლო 24 საათში - 4 775
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 603 995 , ბოლო 24 საათში - 1 623
მათ შორის გარდაცვლილი - 9 306 , ბოლო 24 საათში - 37
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 47 723, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 33 118, PCR ტესტით - 14 605
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 10,01%, ბოლო 14 დღის - 6,58%, ბოლო 7 დღის - 7,98%
სულ ჩატარდა - 1 882 118 აცრა, დღიურად აცრილია - 6 817
კარანტინის რეჟიმში - 71
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 616
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 749

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები