მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Crowdfunding-ის რეფორმაზე აქტიურად ვმუშაობთ"

5b98c8c1f274e
ლევან თაღიაშვილი
12.09.18 12:52
696
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ავთანდილ კასრაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, რომ Crowdfunding-ის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და რეფორმასთან დაკავშირებით საჯარო განხილვები გაიმართება.

“ეროვნულ ბანკთან მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, იმედი გვაქვს, ჩვენ ძალიან მალე დავასრულებთ ამ პროცესს და უკვე პარლამენტში წარვსდგებით უახლოეს მომავალში. პროცესი არ გაჩერებულა, მიმდინარეობს მუშაობა, ბევრი დეტალია დასაზუსტებელი მარეგულირებელ ორგანოსთან, მაგრამ ინტენსიურად ვმუშაობთ. ჩვენი ამოცანაა, რომ ქართულ სტარტაპებს CrowdFunding-ის მეშვეობით ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმებზე გზა გაეხსნათ. პირველადი დოკუმენტის სახე მიცემული აქვს, თუმცა ეს ჯერ კიდევ შიდა დოკუმენტია, როგორც კი განხილვა მოხდება, აუცილებლად გამოვიტანთ ფართო აუდიტორიის წინაშე და იქნება საჯარო განხილვა, რომელშიც სტარტაპები და ბიზნესის წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართულნი სახელმწიფოსთან ერთად. ჯერჯერობით პრინციპების დონეზე მიდის საუბარი ეროვნულ ბანკთან“ - განაცხადა კასრაძემ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები