სოციალური ქსელის Facebook დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა მსოფლიოში ყველაზე მდიდრების სიაში მესამე ადგილზე აინაცვლა. როგორც CNN Money წერს, ახალგაზრდა მილიარდერმა ბიზნესმენ უორენ ბაფეტს გადაუსწრო. Bloomberg-ის მიხედვით, მისი ქონება ამჟამად 81,6 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის უორენ ბაფეტის ქონებას 373 მილიონი დოლარით უსწრებს. ცუკერბერგის ქონების ცვლილება Facebook-ის აქციების 2,4%-ით გაზრდამ განაპირობა.
შედეგად, მსოფლიოში ყველაზე მდიდრების სამეულში ტექ ტიტანები შედიან. პირველ ადგილზე Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია 141 მილიარდი დოლარით, რომელსაც Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი მოჰყვება.