მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაცვის კომპანიები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან

5aea2e72eeb15
მაია ბიწაძე
03.05.18 09:30
552
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კომპანიები, რომლებიც დაცვის სამსახურს ახორციელებენ, რამოდენიმე დღეში ელოდებიან. როგორც კომპანია United Security-ის დამფუძნებელმა დავით მუმლაძემ Bm.ge-ს განუცხადა, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ მაისის ბოლომდე მიიღებს.

"სასამართლოს ბოლო სხდომა ოქტომბერში ჩატარდა, ალბათ მაისში იქნება გადაწყვეტილება, რადგან ასეთი პრაქტიკაა, რომ გადაწყვეტილებას 6 თვეში აცხადებენ ხოლმე.

ჩვენ მოვითხოვთ კერძო საქმიანობის კანონში იმ იმ ნორმების გაუქმებას, რომელიც დაცვის პოლიციას ერთდროულად აძლევს ამ ბიზნესის კეთების და კონტროლის უფლებას. ამ ნორმას ვასაჩივრებთ, რადგან ეს დაცვის პოლიციას პრივილეგირებულ მდგომარეობაში ამყოფებს. როგორ შეიძლება კერძო ბაზარზე სახელმწიფო იყოს იმავდროულად მაკონტროლებელიც და თანაბარი მონაწილეც. ეს ხელს გვიშლის ბიზნესის წარმოებაში, არამიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ქმნის, რომ უცხოური ინვესტიციები შემოვიდეს და ბიზნესიც ვერ ვითარდება“ - განაცხადა დავით მუმლაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები