ბოლო წლებია მოცვი სულ უფრო პოპულარული ხდება. ბაზარზე წლიდან წლამდე მოცის მზარდი მოთხოვნის მიუხედავად, მისი ფასები ძველებურად მაღალი რჩება. ეს მომხმარებლისთვის ერთი მხრივ პრობლემაა თუმცა იმსი გათვალისწინებიტ რომ საქართველოში ლურჯი მოცვის წარმატებულად ხარობს ბიზნესისათვის კარგ შესაძლებლობად რჩება. ]
მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBO) მონაცემებით, მოცვის წარმოება მთელ მსოფლიოში იზრდება. ბოლო 20 წელიწადში მოცვის პლანტაციების ფართობები იზრდება, 1995 წელს თუ 25 000 ჰა იყო 2016 წლისათვის 140 000 ჰექტრამდე გაიზარდა. ამ პერიოდში 20-ჯერ გაიზარდა მოცვის წარმოებაც და 2016 წელს 655 000 ტონას მიაღწია. ტრენდის განვითარება გრძელდება, მოცვის გაშენებაში სულ უფრო მეტი რეგიონი ერთვება, თუმცა ლიდერი კვლავ აშშ-ა. ბოლო რამდენიმე წელიწადია მოცვის კულტურის წარმოება სწრაფად იზრდება სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.
ბოლო წლებია ასევე იგრძნობა მოცვის წარმოების სწრაფი ზრდა ესპანეთსა და მაროკოში, ასევე აზიაში, სადაც ლიდერი ჩინეთი გახდა. ევროპის კონტინენტზე ლიდერი ესპანეთია, სადაც წარმოების მოცულობა 30 ათას ტონას აღწევს, მერე ადგილზე პოლონეთია 16 ათასი ტონა მოსავლით. საქართველო ჯერ მოწინავეთა რიგებში არც არის, თუმცა იმ ინფორმაციის გათვალისწინებით რომელიც BMG-ს აქვს ვერც გახდება თუ პრობლემები არ მოვაგვარეთ.
რამდენიმე დღის წინ ჰოლანდიაში მოცვის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა სადაც ერთ ერთი დასკვნა საქართველსო ეხებოდა, და რომლის მიხედვითაც მოცვის ის სახეობა რაც საქართველოში ირგვენა 4-5 წელიწადში მოთხოვნადი აღარ იქნება.
სტუმარი: ვალერი გორგიშელი - „საქართველოს აგრარული გაერთიანების“ დირექტორი