მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ბინის გაქირავების გადასახადის გაუქმებას მხარს უჭერს

BM.GE

22.11.18 16:37 750 ნახვა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ბინის გაქირავების 5%-იანი გადასახადის გაუქმებას მხარს უჭერს. პარლამენტში ეს საკანონმდებლო ინიციატივა ევროპული საქართველოს წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დააყენა. ინიციატივის შესახებ საკომიტეტო მოსმენები არის დაგეგმილი. 

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ფიზიკურ პირებს, რომლებიც საკუთარ უძრავ ქონებას აქირავებენ და წლის განმავლობაში 30,000 ლარზე ნაკლებ შემოსავალს იღებენ, აღარ მოუწევთ 5%-იანი გადასახადის გადახდა.

რომან კაკულიას თქმით, ამ ინიციატივის მხარდაჭერა მისი პირადი პოზიციაა და კომიტეტის უმრავლესობის მოსაზრება საკომიტეტო მოსმენისას გამოიკვეთება.

ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, 5%-იანი გადასახადის ჩამოწერა მოხდება შემდეგი პრინციპით: ბინის გამქირავებლები მოხვდებიან დაბეგვრის სპეციალურ რეჟიმში რის შედეგადაც მათ 5%-იანი გადასახადი მოეხსნებათ. დაბეგვრის სპეციალურ რეჟიმში მოსახვედრად კანონში შევა ცვლილება და ბინის გამქირავებლებს მეინიჭებათ მიკრო ბიზნესის სტატუსი.

2017 წელს ბინის გაქირავების 5%-იანი გადასახადით ბიუჯეტში 32 მილიონი ლარი შევიდა. შესაბამისად, ამ საგადასახადო შეღავათის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტს 30 მილიონ ლარზე მეტი მოაკლდება. კანონპროექტის ავტორის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ეს საგადასახადო შეღავათი საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს, ასევე ხელს შეუწყობს ბინის გაქირავების ხელშეკრულებების ფორმალურ სექტორში გადაყვანას.
საფონდო ბირჟები
კატეგორიები
საფონდო ბირჟები