მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა

5bc48552e19e5
BM.GE
15.10.18 16:40
466

დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა.

ბიუჯეტის პროექტს მხარი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის 4–მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 2 წინააღმდეგ წავიდა. მათგან ერთი უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძეა.

კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ bm.ge-ის განუცხადა, რომ კომიტეტის მხრიდან ბიუჯეტის ჩაგდება  სხდომათა დაბრაზიდან ქართული ოცნების დეპუტატის – ისკო დასენის გასვლამ გამოიწვია.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, იმისთვის, რათა კომიტეტმა საკითხს მხარი დაუჭიროს, საჭიროა კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობა, მაგრამ ეს უმრავლესობა არ უნდა იყოს სხდომის გახსნისთვის აუცილებელი ხმების რაოდენობაზე ნაკლები.

 ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში გაგზავნილი ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, 2019 წლისთვის საქართველოს ბიუჯეტი 12.7 მილიარდი ლარი იქნება, რაც 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით 300 მილიონით მეტია. აქედან საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურება 1.47 მილიარდი ლარი იქნება. პროექტის მიღების შემთხვევაში, ყველაზე დიდი მხარჯავი უწყება მომდევნო წელსაც ჯანდაცვის სამინისტრო იქნება. პროექტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3.8 მილიარდი ლარი იქნება, რაც 2018 წელთან შედარებით 200 მილიონით მეტია.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მას ბიუჯეტთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნა აქვს, მათ შორის ერთერთი მთავრობის მიერ ჯერ კიდევ მაისში დაანონსებული – საკრედიტო საგარანტიო სააგენტოს დაფუძნების აუცილებლობაა. კაკულიას თქმით, აღნიშნული ტიპის სააგენტოს შექმნა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები