2018 წლის ხუთი თვის მონაცემებით, სურსათის უვნებლობის სამსახურმა 60 სკოლის ბუფეტი და 54 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების კვების ბლოკი დააჯარიმა.
გამოვლენილ დარღვევებს შორის გამოვლინდა დახლებზე მავნე სურსათის განთავსება და ისეთი პირის საქმიანობა, რომელიც არ იყო დარეგისტრირებული ბიზნეს ოპერატორად. ოფიციალური ინფორმაიით, ადგილი ჰქონდა სახელმწიფო კონტროლისთვის ხელის შეშლას და კრიტიკული შეუსაბამობების დაფიქსირების გამო საწარმოო პროცესის შეჩერებასაც.
2016 წელს სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში 820 სკოლის ბუფეტი და 2419 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების კვების ბლოკი შემოწმდა. დაჯარიმდა 10 სკოლის 22 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი.
2017 წელს 929 სკოლის და 2 713 ბაღის კვების ბლოკის შემოწმების შედეგად დაჯარიმდა 72 სკოლის და 89 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების კვების ბლოკი.