მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმზე“ ენერგეტიკის სექტორში არსებული სიახლეების შესახებ ისაუბრა

სემეკი
09.10.24 12:40
97

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ენერგოუსაფრთხოებისა და განახლებადი ენერგიის საკითხებს შეეხებოდა.

სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, როგორც ელექტროენერგეტიკის, ასევე ბუნებრივი გაზის მიმართულებით, ყურადღება გაამახვილა სატარიფო პოლიტიკაზე. მისი თქმით, რეგულირებად სექტორებში დადგენილია გრძელვადიანი ტარიფები, შესაბამისად, უახლოეს ხანებში ტარიფების გადახედვა არ იგეგმება.

დავით ნარმანიამ ისაუბრა განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშემწყობი პოლიტიკის ეფექტიანობაზე. მან აღნიშნა, რომ სემეკში დაწყებულია მუშაობა ნეტო-აღრიცხვის პოლიტიკის ტრანსფორმაციის შესახებ:

„ისევე როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში, საქართველოშიც ნეტო-აღრიცხვის სისტემიდან უნდა გადავიდეთ ნეტო-ბილინგის სისტემაზე, კერძოდ, ქსელში მიწოდებული და ქსელიდან მოხმარებული კილოვატ საათების გაქვითვიდან ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურით მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვაზე. აღნიშნულ პროცესს სჭირდება რამდენიმე წლიანი გარდამავალი პერიოდი, რათა ნეტო-აღრიცხვის სისტემის არსებული მომხმარებლები არ დაზარალდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სისტემა მიმზიდველი იყოს მომხმარებლებისთვის. ნეტო-აღრიცხვის პოლიტიკის ტრანსფორმაციის შესახებ შესაბამისი რეკომენდაცია მივიღეთ ენერგეტიკული გაერთიანებიდან. უახლოეს ხანებში დაიწყება საჯარო განხილვები სხვადასხვა დაინტერესებულ პირებთან ჩვენს მიერ მომზადებულ პროექტზე, რომლის შემდეგაც შემუშავდება შესაბამისი ნორმატიული აქტები“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები